- Advertisement -

ზურაბ ალავიძე: ხანძრის გავრცელების საშიშროება გაცილებით ნაკლებია, თუმცა კერა მაინც ბევრია დარჩენილი

380

ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ.

''ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. სამაშველო სამუშაოებში დილიდან ჩართულია 5 ვერტმფრენი, 1 სამაშველო თვითმფრინავი, ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი მეზობლების კვალიფიციური დამხმარე ძალა და ცხადია ჩვენ – ყველა სტრუქტურას თავისი დავალება აქვს და ვმუშაობთ კოორდინირებულად. ჯერ-ჯერობით სიტუაციას ვაკონტროლებთ, ხანძრის გავრცელების საშიშროება გაცილებით ნაკლებია, თუმცა კერა მაინც ბევრია დარჩენილი. ორი დღის გამოცდილებით პრობლემატური პერიოდი გვექნება შუადღეს, ქარი იცის ამ პერიოდში, მაგრამ მზად და მობილიზებულები ვართ ამ გართულებისთვის'', – განაცხადა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან დილით მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 6 ვერტმფრენი და 1 თვბითმფრინავი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

Comments
Loading...