- Advertisement -

ზურაბ პატარაძე ნასაკირალში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შეხვდა

560

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაბა ნასაკირალის მცხოვრებლებს შეხვდა და აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი მოსახლეობისაგან საჭიროებების შესახებ ინფრომაცია მოისმინა. 

მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც რეგიონის ყველა მოქალაქეს უფრო მეტ კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს.

,,წარმოდგენილია ჩვენი ეკომიგრანტები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც დაგეგმილია მაღალმთიან აჭარაში. ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია, კურორტ გოდერძის, გომის მთის, მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება. ასევე ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა“-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ნასაკირალის მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მგავსი თემატიკის შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონების მოსახლეობასთან პერმანენტულად ახორციელებს

Comments
Loading...