- Advertisement -

ზურაბ პატარაძე: რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც

634

აჭარის უმღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ რეგიონი ვანდალიზმს და უსამართლობას არ შეეგუება. მისივე თქმით, ამ პროცესებში პოლიტიკური ელფერი შეინიშნება. 

"სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ სამწუხაროდ მოხდა და განვითარდა ბათუმში. სამწუხაროდ ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში, ეს ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის, თქვენ ალბათ ხედავდით გუშინ კადრებში ჩანდა სხვადასხვა პიროვნებები, პარტიის წარმომდგენლები. ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ ვანდალიზმს. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები იყოს ჩართული მსგავს აქციებში",-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 

Comments
Loading...