- Advertisement -

ზურაბ პატარაძე: 2 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, 32-მდე ადამიანი დაშავდა

614
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აქციაზე დაზარალებულები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი მოინახულა. მისი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. 
 
,,მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც იტყვის თავის სიტყვას. თუმცა ყოვლად მიუღებელია პოლიტიკური ელფერი მიეცეს ამ თემას და გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენონ ეს საბაბად და ხალხის ბედით მოახდინონ მანიპულირება. გამოძიება აუცილებლად დაადგენს ყველაფერს და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია. 2 ადამიანი რჩება საავადმყოფოში. 32-მდე ადამიანი დაშავდა. აქ, კლინიკაში მოვედით და მოვინახულეთ ქალბატონი ციალა, ვუსურვებთ მას გამოჯანმრთელებას. უახლოეს პერიოდში იმედია   ის დატოვებს ამ კლინიკას“,- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
Comments
Loading...