- Advertisement -

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა

676

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი არჩეულ იქნა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე.

არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში გაიმართა ქ. მადრიდში. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

Comments
Loading...