- Advertisement -

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ლარის სისუსტე დაბალი ეკონომიკური ზრდის შედეგია

392

“ლარის კიდევ უფრო დასუსტება იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაშიც ქვეყანაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა. ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში კრიზისის დაძლევა ვერ მოხდება,” – ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეკონომიკის კვარტლალური ზრდა წინაზე უფრო ნაკლებია.

იმავდროულად, 2017 წლის სექტემბერში, 2016 წლის სექტემბერთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით გაიზარდა და 283.2 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმის ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით, რომელმაც იმავე პერიოდში 6.2% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, ასევე მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში – 14,7%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა სხვა პროდუქციას.

ივლისში გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში დამატებითი ფაქტორი გახდა ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირებისთვის. საგანგაშოა, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც.

“სამწუხაროდ, 2018 წლის ბიუჯეტის ბიუჯეტის პროექტი ზუსტი ასლია წინა წლების ბიუჯეტების. ქვეყანა ლარის სისუსტემდე, ფასების ზრდამდე და საყოველთაო გაჭირვებმადე კი სწორედ იმ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიიყვანა, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ შედგენილ ბიუჯეტებში ჩანს,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი. სამწუხაროდ, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა.

ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.

Comments
Loading...