- Advertisement -

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მკაფიოდ ჩანს, შსს-ს არ შეუძლია პირველადი ფუნქციის შესრულება

305

"მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობას და შსს–ს არ შეუძლია პირველადი ფუნქციის შესრულება"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, შსს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები საქართველოში, სავარაუდოდ, არალეგალური გზით შემოვიდნენ.

ჭიაბერაშვილის თქმით, აუცილებელია მინისტრი პარლამენტში მივიდეს.

„სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოველი მომდევნო განცხადება მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს სცემს და „ევროპულმა საქართველომ“ ამიტომაც მოითხოვა მისი მოსვლა პარლამენტში და ამ საკითხის განხილვა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგონ, არის თუ არა ჩვენი საზღვრები დაცული და შეუძლიათ, თუ არა ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოდ იგრძნონ თავი? როგორც აფგან მუხრთალის თბილისის ცენტრში მოტაცების საკითხით აღმოჩნდა, რომ შეუძლიათ ადამიანი გადააფრინონ საზღვარზე, ისე რომ ვერ გაიგონ სამართალდამცავებმა, ახლა ვიგებთ, რომ შეიძლება ადამიანი ისე გადმოვიდეს და ისე დააგროვის არსენალი ბინაში თვეების განმავლობაში, რომ ამის თაობაზე ძალიან გვიან გაიგონ სამართალდამცავებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, მინისტრის პირადად მოსვლა პარლამენტში და ძალიან გარკვეულად საუბარი იმის თაობაზე, თუ რა საფრთხეები არსებობს ქვეყნაში. ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, მოშლა, ეს ეტყობა ეკონომიკას და ლარსაც, ასევე ეტყობა სამართალდამცავ სტრუქტურებასაც და მკაფიოდ ჩანს, რომ დღეს მთავრობა და შსს–ს მინისტრი აღიარებს, რომ მათ არ შეუძლიათ იმ პირველადი ფუნქციის განხორციელება, რომ მოსახლეობამ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი“–განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

Comments
Loading...