- Advertisement -

ზურაბ ჭიაბერაშვილი: სამინისტრო არ ამბობს, რამდენ ადამიანზეა გათვლილი “წამლის პროგრამა”

526

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი მედიკამენტების დაფინანსების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ პროგრამით 5 000 ადამიანი ისარგებლებს მაშინ, როცა ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველი მისი განცხადებით, 5 000-ზე მეტია.

"ვის დაუფინანსდება წამალი?

მთავრობა აცახადებს:
“2017 წლის ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000 ქულას არ აღემატება, ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდება. მედიკამენტებისა და დოზების შერჩევა მოხდა იმ ესენციური მედიკამენტების ნუსხიდან, რომლებიც თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციებით გამოიყენება აღნიშნული დაავადებების მკურნალობისათვის ამბულატორიულ კლინიკურ პრაქტიკაში.”

რეალობაში ეს ნიშნავს:

ქვეყანაში 670,000-მდე მოქალაქეა, რომლის ქულა 100,000-ს არ აღემატება, მაგრამ ყველას არ დაუფინასება წამლის ფული, რადგან ყველას (საბედნიეროდ!) არ აქვს ქრონიკული დაავადება. სამინისტრო არ ამბობს, რამდენ ადამიანზეა გათვლილი “წამლის პროგრამა”. რაკიღა ამ პროგრამის ბიუჯეტი 6 თვეზე სულ 4 მლნ ლარია, ხოლო ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს თვეში მინიმუმ 150 ლარის მედიკამენტი ესაჭიროება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც რეალურად (და არა პიარისთვის და სტატისტიკისთვის) ისარგებლებს ამ პროგრამით, 5,000-ც კი არ იქნება.

დააკვირდით: 670,000-დან 5,000 – !!!

როდესაც ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველი ნამდვილად 5,000-ზე მეტია, ხოლო პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმები სულაც არაა ნათელი, მთავარი კითხვა ჩნდება:

ვინ ისარგებლებს ამ პროგრამით?"-წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

Comments
Loading...