- Advertisement -

ზურაბ ჭიაბერაშვილი: “ქართული ოცნების” მიდგომა მიწებს გააიაფებს

458

„ქართულ ოცნებას“ და მთავრობას არ აქვს არანაირი ხედვა და გეგმა როგორ გამოიყვანოს სიღარიბიდან ჩვენი სოფლის მოსახლეობა, რომელიც ქვეყანაში 45%-ია",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"შესაბამისად ისინი თამაშობენ უბრალოდ ემოციებზე მაშინ, როდესაც ქვეყანას ჭირდება მკაფიო გეგმა როგორ დააღწიოს თავის სიღარიბეს. სოფლად მცხოვრებმა ადამინმა , თქვენ კარგად იცით , რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა სწორედ ასეთი ეკონომიკური გეგმის არარსებობის გამო და განსაკუთრებით სიღარიბე გაიზარდა სოფლად. ვფიქრობთ, რომ ესეთი მიდგომები, რაც ეხლა ქართულ ოცნებას აქვს გააიაფებს მიწას და ამ მიწებს ხელში ჩაიგდებს ივანიშვილი,ფარცხალაძეები , კალაძეები ადამიანები , რომლებიც ისევ ამ ღარიბი ხალხის ხარჯზე ჭამენ სახელმწიფო ბიუჯეტს",-განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

Comments
Loading...