- Advertisement -

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქვეყანას ფიქტიური პრემირი მართავს

481

"ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდოგმარეობა განპირობებულია მათ შორის იმითაც, რომ ქვეყანს ჰყავს ფიქტიური პრემიერი, რომელიც არაფერს წყვეტს,“-ასე შეაფასა "ევროუპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, პრემიერ მინისტრის განცხადება "რუსთავი 2“-თან დაკავშირებთ, რომელიც მან იტალიაში გააკეთა. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილის სიტყვას საპარლამენტო უმრავლესობაშიც კი არ აქვს წონა.

"ის, რაც განაცახდა რომში კვირიკაშვილმა, ამას არსებითი ზეგავლენა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და "ქართლი ოცნების“ გადაწყვტილებაზე, რომ გააგრძელონ თავიანთი მავნებლური პოლიტიკა, არ აქვს. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას ფიქტიური პრემიერ მინისტრი მართავს, რომლის სიტყვებს არანაირი წონა არ აქვს, მათ შორის უმრავლეობისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა "რუსთავი 2“-ის საკითხს გაზვიადებული უწოდა და აღნიშნა, რომ ამ თემას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

Comments
Loading...