- Advertisement -

ზურაბ ჯაფარიძე: პროკურატურაში წინსვლისთვის ყველაზე მეტად დაფასებული უნარი არაადამიანობაა

477

გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე დაკავებული რეპერების საქმეზე პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას" 

ბრალდებულები პირველივე პროცესზე გამოთქვამდნენ მზადყოფნას ეთანამშრომლათ გამოძიებასთან, მეტიც, დეტალებში ყვებოდნენ როგორ მოხდა მათთვის ნარკოტიკების ჩადება.

ის რომ ისინი ადრე ნასამართლევი არ ჰყოფილან, ასევე ცნობილი იყო პირველივე პროცესზე.
მიუხედავად ამ და სხვა გარემოებებისა, პროკურატურის წარმომადგენლები უემოციოდ, ცივსისხლიანად, ტაფა სახეებით ამტკიცებდნენ პროცესზე რომ ეს ორი ადამიანი თუ არ ჩაჯდებოდა ციხეში, ისინი დამალავდნენ ვისგან შეიძინეს ნარკოტიკები, ვისზე აპირებდნენ გასაღებას და პასპორტის ჩამორთმევის შემთხვევაშიც კი მოახერხებდნენ მიმალვას რადგან კავშირები ჰქონდათ საზღვარგარეთში.

პროკურატურა არის ერთ-ერთი ყველაზე დამპალი სისტემა ამ ქვეყანაში, სადაც თავმოყრილი არიან ყველაზე უსინდისო და პირადი კეთილდღეობის გამო ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები. ეს სისტემა ასეთია საბჭოთა პერიოდიდან და იქ არაფერი არსებითად არ შეცვლილა. ეს სისტემა თავად ზრდის საკუთარ კადრებს და შიდასტრუქტურული წინსვლისთვის ყველაზე მეტად დაფასებული უნარი – არაადამიანობაა – უნდა შეგეძლოს ადამიანი 20 წლიან პატიმრობაზე გაუშვა უფროსის დავალებით, იმ შემთხვევაშიც კი როცა ცხადზე ცხადია რომ ადამიანი უდანაშაულოა.

ეს განცხადება არის პროკურატურის ამორალურობის კიდევ ერთი დადასტურება და მეტი არაფერი",-წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

Comments
Loading...