- Advertisement -

ზურაბ ჯაფარიძე: უნდა ვილოცოთ, რომ სოროსი იქნება თუ აბრამოვიჩი, აქ მიწის ყიდვა მოუნდეს

1,165

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში უცხოელებზე მიწების მიყიდვის საკონსტიტუციო ცვლილებას ეხმიანება და განმარტავს, რომ მიწის უცხოელზე მიყიდვა არ ნიშნავს მის სხვა ქვეყნის იურისდიქციაში გადასვლას. როგორც ჯაფარიძე წერს, მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა ინვესტიციებზე უარყოფითად იმოქმედებს და ქვეყანას დიდხანს დატოვებს სიღარიბეში.

"უცხოელებზე მიწების მიყიდვის აკრძალვაზე
დღეს გორში ინაშვილმა თქვა – 'სოროსს შეუძლია ეს ჩვენი მიწები ერთხელ იყიდოს და აბრამოვიჩს შეუძლია ოთხჯერ იყიდოს' და ამიტომ უნდა აიკრძალოს გაყიდვაო
ანუ, ქართველები მიწების გარეშე დავრჩებითო
ამას ჰქვია ზედაპირული (სხვა სიტყვას არ ვიხმარ) აზროვნება და ურაპატრიოტიზმი
1. საქართველოში მიწა იმიტომ ღირს იაფი რომ მყიდველის ნაკლებობაა, მათ შორის უცხოელის. ყიდვის მსურველი რომ მეტი იყოს, ფასიც მაღალი იქნებოდა. მაგრამ არ არის, სამწუხაროდ.
2. სინამდვილეში საქართველოში მიწების 1%-იც კი არ არის უცხოელი ან უცხოური კომპანიის მფლობელობაში.
3. მიწის უცხოელზე მიყიდვა არ ნიშნავს ამ მიწის სხვა ქვეყნის იურისდიქციაში გადასვლას (თითქოს მარტივია, მაგრამ არ ესმის ბევრს)
4. სასოფლო-სამეურნეო მიწების უდიდესი ნაწილი უკვე კერძო მფლობელობაშია. მთავარი პრობლემა ის არის რომ საკუთრების ეს უფლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ სრულფასოვნად (რეესტრში არ არის რეგისტრირებული).
5. მიწის ფასს დაბლა წევს ის რომ მიწების დიდი ნაწილი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია.
6. თუ მიწაზე მოთხოვნა გაიზარდა (აბრამოვიჩი და სოროსი მოგვადგნენ ბევრი ფულით, მიწის ფასი ისე გაიზრდება (რაც კარგია, რადგან ვისაც აქვს საკუთრებაში, ძვირადღირებული აქტივის მფლობელი გახდება, ანუ გამდიდრდება, რომ არათუ სრულად, დიდი ნაწილის ერთიანად ყიდვასაც კი ვერავინ შესძლებს.
7. მიწა ეკონომიკური აქტივი/რესურსია და იმის ხელში უნდა იყოს ვინც უფრო ეფექტურად იყენებს. თუ მეტი კეთილდღეობა გვინდა და არა მკერდზე მუშტების ბრახუნი.
8. მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა დაარტყამს ინვესტიციებს ანუ ეკონომიკურ განვითარებას ანუ სამუშაო ადგილების შექმნას ანუ შემოსავლების გაჩენას/ზრდას ანუ დაგვტოვებს დიდხანს სიღარიბეში. ვისაც ეს არ ესმის, რამე უნდა წაიკითხოს. რამე
9. ამიტომ უნდა ვილოცოთ რომ სოროსი იქნება, აბრამოვიჩი თუ ჯეკ მა, აქ მიწის ყიდვა მოუნდეს.
10. ბარემ დავამრგვალებ 10 პუნქტამდე",-წერს ზურაბ ჯაფარიძე

Comments
Loading...