- Advertisement -

ზურა ყიფშიძე: მართალია მინისტრი, ოღონდ მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს!

620

მსახიობი ზურაბ ყიფშიძე "იბერიასთან" სატელეფონო საუბრის დროს აცხადებს, რომ გადაცემა სადაც მისი შვილი ზურაზე ისტორიას ჰყვება სულ სხვა თემაზე უნდა ყოფილიყო. მისი განცხადებით, ისე გამოიყვანეს ეს ისტორია თითქოს ის კვდება შიმშილით.

"სიმართლე რომ ვთქვა, რასაც ვფიქრობ მე ბოლომდე… ეს აბსოლუტურად სხვა თემა უნდა ყოფილიყო ეს უნდა ყოფილიყო ახალაგზრდა მსახიობებსა და ხანდაზმულზებზე, როგორ უშვებენ და ისე გამოიყენეს, რომ თითქოს მე ვკვდები შიმშილით და გიორგის რაღაც სისულელე ჩასვეს. არ მინდა ამ თემაზე საერთოდ საუბარი. მართალია მინისტრი, ოღონდ მოვრჩეთ საერთოდ ამ თემაზე საუბარს, საშინელებაა", – განაცხადა ზურა ყოფიშიძემ.

გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ზურა ყიფშიძის თვიური შემოსავალი 5-ჯერ აღემატება 400 ლარს. 

Comments
Loading...