- Advertisement -

თადუმაძე: ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნება, სტატისტიკა შემცირდება

154

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის შეფასებით, ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტზე პოლიტიკა თუ იქნება, ნარკოდანაშაულთა მიმართებაში სტატისტიკა შემცირდება.

გარდა ამისა, მისი თქმით, განსახორციელებელია საკანონმდებლო ცვლილება ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით.

"საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ოჯახში ძალადობა. თუ კანონმდებლობაში განვახორციელებთ შესაბამის ცვლილებებს, დამცავი ორდენის აღსრულების ეფექტური მექანიზმები თანამედროვე მსოფლიოში არსებობს, ელექტრონული მონიტორინგის თვალსაზრისით, ამ თვალსაზრისით ჩემი აზრით კანონმდებლობა შესაცვლელი იქნება, რაც უფრო ეფექტურს გახდის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას", – აღნიშნა შალვა თდუმაძემ.

ამასთან, თადუმაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია აღკვეთი ღონისძიების რეფორმა.

"ჩვენი აღკვეთი ღონისძიებების ჩამონათვალი, ზუსტად იგივეა, რაც იყო საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის აღკვეთი ღონისძიებების ჩამონათვალი და ბუნებრივია ის ეფექტური არ არის. ბუნებრივია ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძებები განხორციელდება", – განაცხადა შალვა თადუმაძემ. 

Comments
Loading...