- Advertisement -

თადუმაძე: პროკურატურაში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს – ეს უნდა იყოს სამართლიანი პროკურატურა

114

"ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს პროკურატურაში, ეს უნდა იყოს სამართლიანი პროკურატურა", – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

"სამართლიან პროკურატურაში ვგულისხმობ პროკურატურის მხრიდან გადაწყვეტილებების კანონის უზენაესობას, შიდა ურთიერთობების სამართლიან დამოკიდებულებას, მათ შორის წახალისებით, დაწინაურებით და სხვა სახით. ვგულისხმობ იმ მოლოდინს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, ეს არის სამართლიანობის აღდგება.

სამართლიანობის აღდგენის ნაწილში ბუნებრივია გამოწვევა დიდია, მოლოდინიც დიდი და მემკვიდრეობა არის საკმაოდ მძიმე", – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისი თქმით, პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით დაახლოებით 52 530 საჩივარია შეტანილი.

"გესმით ეს რა გამოწვევაა? როდესაც მოძალადე პროკურატურის პირობებში ჩვენ მივიღეთ 52 ათას 530 ადამიანი, რომელსაც განცდა აქვს, რომ ქვეყანაში უსამართლობა არსებობდა, განცდა აქვს ამ სამართლიანობის აღდგენის და ამ ადამიანების უკან დგანან თავიანთი კომპანიები, ოჯახები", – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთავარი პროკურორობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

დღესვე რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები მის კანდიდატურას კენჭს უყრიან.

Comments
Loading...