- Advertisement -

თადუმაძე: სტრუქტურული ცვლილებების მიზანია ეფექტური მცირე მთავრობის ჩამოყალიბება

364

"სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული კალკულაცია დაზოგილი თანხებისა და შემცირებული შტატების შესახებ, არ არის ის მოცემულობა, რაც რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ იქნება"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილებების მთავარ მიზანს ეფექტური მცირე მთავრობის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

"რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ის სრულად გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც განხორციელდება რეორგანიზაციის პროცესი, ამისთვის კანონმდებლობით დადგენილია სამთვიანი ვადა. დღეითვის განხორციელებული კალკულაცია და წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტი არ არის ის მოცემულობა, რომელიც იქნება მას შემდეგ, რაც რეორგანიზაცია დასრულდება. ბუნებრივია, მიახლოებული დათვლები არის და ზუსტი ოდენობა გამოჩნდება რეორგანიზაციის შემდეგ“–განაცხადა თადუმაძემ.

Comments
Loading...