- Advertisement -

თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

534

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან- ივ ლე დრიანი უმასპინძლებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროდან იუწყებიან, პირისპირ საუბრისას მინისტრები საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ერთ-ერთ ინიციატივაში ფრანგული მხარის ჩართულობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნება.

Comments
Loading...