- Advertisement -

თავდაცვის სამინისტროში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

388

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კესტუტის იანკაუსკასმა საქართველოში მისია დაასრულა. ლელა ჩიქოვანმა მას საქართველოში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელის რანგში შესრულებული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრე სსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემურ საკითხებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გამოკვეთილი პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებზე. მათ, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა მიმოიხილეს და თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.
 

Comments
Loading...