- Advertisement -

თავდაცვის სამინისტრო: ქაბულში, აფეთქების შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

523

ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან,-ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"დღეს, დილით 08:23 საათზე, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, საწვავმზიდი აფეთქდა, რომელშიც დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. შემთხვევა ქაბულში, ე.წ. საელჩოების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, გერმანიის საელჩოს მახლობლად მოხდა. აფეთქების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად ისინი არ დაშავებულან",-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

Comments
Loading...