- Advertisement -

თავდაცვის უწყება: ბოლნისში, არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა გადააქვთ

645

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეს რუსული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, ტრანზიტული დანიშნულებით სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება",-ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა. თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა.

მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია, არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა",-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილები გადაადგილდება, რომელსაც დიდი ალბათობით სამხედრო ტექნიკა გადააქვს.

პარლამენტის "თავდაცვისა და უშიშროების" კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კი განაცხადა, რომ ბოლნისში ბელორუსის მოქალაქეებს სამხედრო სამაშველო ტექნიკა მართლაც გადაჰყავთ. 

Comments
Loading...