- Advertisement -

“თავისუფლების ოთახი” – ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრობაციონერები დაიწყებენ მუშაობას

589

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობას პრობაციონერები დაიწყებენ,-ამის შესახებ ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრობაციონერები დაიწყებენ მუშაობას და საზოგადოებისთვის სავალდებულო შრომის საათებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს მოახმარენ. გვაქვს იდეა, რომ ეს პროექტი მუდმივმოქმედი გახდეს – მეხუთე კორპუსის განახლებულ კომპლექსში გაკეთდება კაბინეტი, სადა ჩვენს თანამშრომლებთან ერთად სულ (ღმერთმა ქნას, აღარ იყოს საჭიროება, მაგრამ კარგად იცით – ადამინების უდანაშუალო მომავალი უტოპიაა) იქნება ხუთი პრობაციონერი – ერთი მხრივ სავალდებულო შრომას ,,მოიხდიან'' და მეორე მხრივ – ახალ პროფესიას დაეფლებიან. დავარქმევთ ახალ კაბინეტს, პირობითად – თავისუფლების ოთახს",-წერს გიორგი კეკელიძე. 

Comments
Loading...