- Advertisement -

თალაკვაძე:ხელისუფლებამ რომ ტელეეთერით არ გამართა თათბირი,არ ნიშნავს,რომ რეაგირება დაგვიანდა

503

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირება დროული იყო. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"რეაგირება დროული იყო, ის ფაქტი, რომ პოლიციამ ტელეეთერით არ გამართა თათბირი და არ გადაიცემოდა ეს ტელევიზიებით, არ ნიშნავს, რომ რეაგირება მოხდა გვიან. საღამოდანვე როცა ეს პროცესები დაიწყო იყო საკმაოდ კარგი კოორდინაცია. მინისტრის პირველი მოადგილე, როგორც ჩემთვის ცნობილია, იმთავითვე იყო ჩართული ამ საკითხზე რეაგირების პროცესში. კარგია, რომ შემდგომში მინისტრი უკვე პირადად ჩავიდა ბათუმში და მისი ჩასვლიდან რამდენიმე საათში ძალის გადამეტებს გარეშე ეს ძალადობა იქნა აღკვეთილი",-განცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

Comments
Loading...