- Advertisement -

თალაკვაძე: აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლი დასჭირდათ გიორგი როყვას განცხადების გადასაფარად

308

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კოტე შარაშენიშის შტაბმა პოლიტიკური სპექტაკლი მოაწყო, რომ გიორგი როყვას მიერ გაკეთებული განცხადება გადაეეფარათ.

თალაკვაძის თქმით, გიორგი როყვამ განაცხადა, რომ კოტე შარაშენიძის შტაბმა მისი პირადი მონაცემები გაყალბებით შეიტანა საარჩევნო წარმომადგენელთა სიაში.

"აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლი დასჭირდა დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბს იმისთვის, რომ გადაეფარა გიორგი როყვას მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან პირდაპირ მიმართ მედიას და განაცხადა, რომ შარაშენიძის შტაბმა მისი პირადი მონაცემები გაყალბებით შეიტანა საარჩავენო წარმომადგენელთა სიაში. ჩვენ მივმართავთ უკვე შესაბამის სამსახურებს და დამკვირვებლებს, შეისწავლონ და სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ",- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშანიძე და მისი შტაბი ორი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ გიორგი როყვა გაუჩინარდა და გაუჩინარებაში ბრალს ოზურგეთის მერობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" ბეგლარ სიორიძეს სდებდა, თუმცა გიორგი როყვამ გუშინ განაცხადა, რომ "არც გატაცებას და ბეგი სიორიძის მხრიდან არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია".

Comments
Loading...