"მე ვალდებული ვარ ვუთხრა საზოგადოებას ის რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვიცი, პირველ რიგში, თქვენ მინდა გითხრათ, ძალიან არ გიხდებათ ეგ შავი ტომარა და გთხოვთ, რომ როგორც თქვენმა კოლეგებმა, ისე თქვენც მოიხსნათ",-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა არჩევანში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას.
"ისე კარგი იქნებოდა თავის დროზე რომ ჩამოგეცვათ ეგ ტომარა, დღეს უფრო დაგიჯერებდით თქვენს პროტესტში, თუმცა, მე მჯერა სხვა ადამიანების ვინც არიან თქვენთან დარბაზში, ნინო ზურიაშვილის, გიორგი გოგიას, კოლეგები რომლებიც აქ არიან",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.