- Advertisement -

თალაკვაძე: თუ ვინმეს არ მოსწონს ერთი მოძღვარი, შეუძლია მივიდეს სხვა მოძღვართან

12

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
“თუ ვინმეს არ მოსწონს ერთი კონკრეტული მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია, რომ მივიდეს სხვა მოძღვართან. ეს არის თავისუფალი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს კულტურული საზოგადოება და არა მგონია, ამან რაიმე დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე. თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლებას უნდოდა პატრიარქის გადაყენება? იმიტომ გეკითხებით, რომ მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას უნდა პატრიარქის გადაყენება. და საერთოდ, პატრიარქის გადაყენება, როგორც ტერმინი, ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, ამას არანაირი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის მტკიცებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას განიხილავდნენ. მისი თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა ქორესპიკოპოსის თანამდებობა დატოვა.
The post თალაკვაძე: თუ ვინმეს არ მოსწონს ერთი მოძღვარი, შეუძლია მივიდეს სხვა მოძღვართან appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...