- Advertisement -

თალაკვაძე ივანიშვილის და ვასაძის შესაძლო შეხვედრაზე: აბსურდია, არანაირი ფარული გარიგება

0

“ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი შეთანხმება საზოგადოებასთან, თავის ამომრჩეველთან. ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერმინისტრი, ის არის დღეს პარტიის თავმჯდომარე, საჯარო პირი და თუ შეხვდა მოქალაქეს, ბიზნესმენს, მედიას ეს ყველაფერი არის საჯარო. რაც შეეხება ბატონ ვასაძესთან შეხვედრას, გითხარით, რომ არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, წერტილი!” – ამბობს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ გასული წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილი მივიდა მასთან სახლში წინადადებით და სათხოვარით და შემდეგ ამაზე საუბარი გაგრძელდა მეორე შეხვედრაზე, რომელიც მალევე, უკვე ბიძინა ივანიშვილის სახლში გაიმართა.
ვასაძე განმარტავს, რომ საუბრის შინაარსზე არაფერს იტყვის, თუმცა აღნიშნავს, რომ იყო შეთანხმება, მასსა და ივანიშვილს შორის, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროებულიყო.
The post თალაკვაძე ივანიშვილის და ვასაძის შესაძლო შეხვედრაზე: აბსურდია, არანაირი ფარული გარიგება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...