- Advertisement -

თალაკვაძე: ივანიშვილმა ხმების მობილიზაციისთვის ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა

6

“ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა, კენჭისყრის შედეგები არის საჯაროდ ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.
ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხმების საკმარისი მობილიზაცია ყოფილიყო უმრავლესობაში. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ უმრავლესობის ორი სხდომა ჩაატარა და მოუწოდა დეპუატეტბს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მხარი დაეჭირათ, ამის მიუხედავად საკმარისი ხმები მობილიზება დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხერხდა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა პროვორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე კენჭისყრა ჩააგდო. კანონპროექტს 101 მომხრეა, 3 კი წინააღმდეგი იყო.
The post თალაკვაძე: ივანიშვილმა ხმების მობილიზაციისთვის ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...