- Advertisement -

თალაკვაძე კაპანაძეს: პირდაპირ გეტყვით ბატონო სერგი, თქვენი მათემატიკა არის სხვა მათემატიკა

562

"რაც შეეხება მათემატიკას, მე პირდაპირ გეტყვით ბატონო სერგი, რომ თქვენი მათემატიკა არის სხვა მათემატიკა",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალკვაძემ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვისას განაცხადა. 

"რაც შეეხება დღევანდელ კონსტიტუციას, თუ დაუკვირდებით, ჩვენი კოლეგების, აი აქ ბატონები სხედან, სხვა პოლიტიკური პარტიები პარლამენტის შიგნით თუ გარეთ, არც ერთი მათგანი არ ამბობსმ რომ დღევანდელი კონსტიტუცია კარგია. შესაბამისად, თანხმდებიან, რომ ეს კონსტიტუცია შესაცვლელია, ის ადამიანებიც კი ვინც გამოიგონეს სლოგანი დაიცავი კონსტიტუცია, მათაც კი რომ ჰკითხოთ, ისინიც არ იცავენ დღევანდელ კონსტიტუციას, იმიტომ რომ ყველას ამ ქვეყანაში უკვე ნანახი აქვს დღევანდელი კონსტიტუციის შედეგები. ყველაფერი ხომ შედეგებით გამოიცნობა",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

სერგი კაპანაძის განცხადებით, "ქართულ ოცნება" მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ქუთაისში იქნება 60 000 სტუდენტი, მაგრამ მთელ საქართველოში, ყველა უნივერსიტეტში 40 000 სტუდენტი სწავლობს. კაპანაძის ამ განცხადებას ირაკლი კობახიძემ მანიპულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეს აჩვენებს როგორ შეიძლება ადვილად მანიპულირება ციფრებით. სერგი კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ მას კარგი წარმოადგენა აქვს მოსახლეობის მათემატიკურ შესაძლებლობებზე და საარჩევნო სისტემა კონკრეტულ მაგალითზე განიხილა, სადაც მისი თქმით, კონკრეტულ პოლიტიკური ძალას 20%-ის საშუალებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება შეუძლია. 

Comments
Loading...