ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი, საკონსტიტუციო რეფორმა. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საჯარო განხილვები, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და გაიმართა საპარლამენტო განხილვებიც. მადლობას ვუხდით კომისიის წევრებს მონაწილეობისა და გაწეული სამუშაოებისთვის.
ჩვენი გუნდი მზადაა საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ მიმდინარე კვირაში შევკრიბოთ განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებიც გარშემო. ვინაიდან საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სტრასბურგში შეხვედრამდე კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.