- Advertisement -

თალაკვაძე: მზად ვართ კონსტიტუციურ პროექტზე პრეზიდენტის ფორმატში გავმართოთ კონსულტაციები

317

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა შეხვდეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით.

"ეს არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც მკაფიოდ აყალიბებს სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის ურთიერთობას. საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ჩვენ გვქონდა ხალხის მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის დასკვნა. ჩვენ მზად ვართ უმრავლესობის და პრეზიდენტის ფორმატში გავმართოთ კონსულტაციები",-განაცხადა თალაკვაძემ "იმედის" ეთერში.

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები გუშინ 117 ხმით მიიღო

Comments
Loading...