- Advertisement -

თალაკვაძე: მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების სტანდარტი არ იქნება მიღწეული

98

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული"

"მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო", – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 5, რომელთანაგნ 2-ის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, შახტაში აალება მოხდა. 

Comments
Loading...