- Advertisement -

თალაკვაძე მუხთარლის საქმეზე:30-ზე მეტი ვიდეო ჩანაწერია ამოღებული, დაკითხულია 100-ზე მეტი პირი

464

ჩვენ არავის ვეუბნებით, რომ დაიცადეთ, თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი საქმე, უფლებადამცველებმა თავის საქმე და გამოძიებაც მუშაობს",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

"კერძოდ, სასამართლო განჩინებებით უკვე ამოღებულია, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია 30-ზე მეტი ვიდეო-კამერის ჩანაწერები, ასევე მიდის სკანირების ეტაპი ტელე-ანძებთან დაკავშირებით, იქ არის რამდენიმე ათასი ზარი განხორციელებული მაგ მონაკვეთში და ესეც გამოძიებამ და სამართალდამცავებმა უნდა გაშიფრონ, თუ ვინ როდის იმყოფებოდა იმ მონაკვეთში, ხომ არ ჰქონდათ ამ ადამიანებს რაიმე შესაძლო კავშირი ამ ფაქტთან, ასზე მეტი ადამიანია დაკითხული ამ საქმეზე და კიდევ მიმდინარეობს ეს პროცესი, მეტსაც გეტყვით, საქართველომ უკვე მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ ბატონი მუხთარლი აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეს დაკითხვის ოქმიც რომ დაერთოს საქმეს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Comments
Loading...