- Advertisement -

თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიები ინსტრუქციებს გასცემენ, რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს

347

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

თუმცა, არჩილ თალაკვაძე აქვე დასძენს, რომ ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს აძლევენ ინსტრუქციებს, რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე.

"ოპოზიციური პარტიები ამით ცდილობენ, ამომრჩეველთა განწყობაზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა.

მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს და ყველა ამომრჩეველს, მიიღონ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა, დააფიქსირონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საკუთარი არჩევანი", – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ამომრჩევლების აქტივობების აღრიცხვა საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით კეთდება და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია.

"საჯაროდ იყო განცხადებები გაკეთებული ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამაზე მინდა განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პორლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა. სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს შეუძლია, რომ აღრიცხვა, გარეთ თუ შიგნით, აწარმოოს საკუთარი სურვილის მიხედვით", – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ. 

Comments
Loading...