- Advertisement -

თალაკვაძე: პენსიების ზრდა ბიუჯეტის პროექტში არ დევს, რადგან საპენსიო რეფორმა იგეგმება

369

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პენსიის ზრდის შესახებ 2018 წლის ბიუჯეტში არაფერია ნათქვამი, რადგან ხელისუფლებას დაანონსებული აქვს, რომ საპენსიო რეფორმა იგეგმება. ამის შესახებ თალაკვაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

"პენსიები ჩვენი ხელისუფლების დროს გაიზარდა. თუ რატომ არ არის ამ ბიუჯეტში ჩადებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. არ არის ჩადებული ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სეპენსიო რეფორმა, რომლის მოდელიც სწორედ ითვალისწინებს პენსიების ზრდას ეკონომიკური ზრდის პარალელურად და სწორედ ამიტომ არ არის ბიუჯეტშ მოცემული. ეს იქნება სწორედ იმ საპენსიო რეფორმასთან ერთად გაცხადებული, რომელიც არის დაგეგმილი",- განაცხადა თალაკვაძემ.

ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

Comments
Loading...