- Advertisement -

თალაკვაძე ჟურნალისტებს: ბადაშვილის კრიტიკა თქვენგან არ მომისმენია, ეს კარგი ინიდიკატორია

498

"მე არასოდეს მომისმენია თქვენი მხრიდან მისი საქმიანობის უარყოფითი შეფასება",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი ბადაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"ეს ვფიქრობ, არის ძალიან კარგი ინიდიკატორი, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას მომავალში და რამდენად კარგი მოხელეა გიორგი ბადაშვილი",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე დღეს დაინიშნა.  

Comments
Loading...