- Advertisement -

თალაკვაძე “რუსთავი 2”-ზე: უცნაური სიხარული მიმდინარე მოვლენებზე, ერთ თვეში დასრულდება

532

"რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მერწმუნეთ, რომ მომდევნო თვეში ეს ყველაფერი დასრულდება. ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას,“-ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "რუსთავი 2" -თან დაკავშირებულ შეკითხვას. მისი თქმით, ხელისუფლებას ობიექტური და კრიტიკული მედია სჭირდება.

"ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა, ვიდრე საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ჰგონიათ. გვაქვს 5 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა , ასევე ვიზალიბერალზაცია. იწყება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და გველოდება გადატვირთული ტურისტული სეზონი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ეს არის ის მოცემულება რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში 

რაც შეეხება უცანურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მერწმუნეთ რომ მომდევნო თვეში ეს ყველაფერი დასრულდება. ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას. რუსთავი 2 დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო , ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჩევენს ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას.

ვერანირი ჩარევა ვერ მოხდება ამ სფეროში და ბუნებრივია შესაბიმისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიღებულიყო, მე არ ველოდები ამ მიმართულებით რამე ცვლილებას. ყველა ჟურნალისტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძლეებს დამოუკიდებლად პროფესიულ საქმიანობას. საქართველოს სჭირდება ობიექტური მედია, მედია, რომელსაც აქვს მაღალი სტანდარტები. ხელისუფლებას ჭირდება კრიტიკული მედია, რომ გაითვალისწინოს ის შენიშვნები , რაც მის საქმიაონობასთან დაკავშირებით არსებობს . საქართველოს არანაირი უკუსვლა არ ექნება მედიის თავისუფლების თვალსაზრისით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Comments
Loading...