- Advertisement -

თალაკვაძე: საპარლამენტო ოპოზიციას არ სურს, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან იყვნენ კონკურენციაში

442

"3%-ანი საარჩევნო ბარიერით სხვა პარტიებსაც მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის შანსი, გამარჯვების შესაძლოა არა, მაგრამ გარკვეული მანდატების მოპოვების შესაძლებლობა",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"ამ შემთხვევაში მე კარგად მესმის რატომ არის გაღიზიანებული ის ოპოზიციური პარტია, რომელიც არის ახლა პარლამენტში, მათ არ სურთ რომ სხვა ოპოზიციური პარტიები იყვნენ კონკურენტულ რეჟიმში მათთან მომდევნო არჩევნებში",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

Comments
Loading...