- Advertisement -

თალაკვაძე: ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობა უკომპრომისო ვიქნებით

320

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით,საზოგადოებისბუსაფრთხოების დაცვის ინტერესი სულერთია და ისინი მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებით საუბრობენ.

“როდესაც ტერორისტებმა მოკლეს სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელი, ოპოზიციის სწორედ ამ ნაწილმა ეს დააბრალა ხელისუფლებას. ახლა, როდესაც ჩატარდა სპეცოპერაცია და დაიჭრა ტერორისტებთან სავარაუდო პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანი და ამის მტკიცებულება გასაჯაროვდა სწორედ გუშინ, ისევ ოპოზიციის ეს ნაწილი ბრალდებას უყენებს სახელმწიფოს. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის ეროვნული ინტერესები, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი სულერთია და ისინი მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებში, ვიწროპარტიულ დღის წესრიგში ცვლიან იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება" ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია წარმატებით ჩაატარა.

“სუსმა მოახერხა ორივე ამოცანის შესრულება – ეს იყო პრევენცია და ეს იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და იმ საფრთხის განეიტრალება, რასაც ტერორისტული თავდასხმა ჰქვია.

დღეს უკვე, როდესაც შემდგომი გამოძიებით გამოჩნდა სამალავები, ის საშუალებები, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ დამალული, გაიშიფრა მათი კომუნიკაცია ტელეფონებში და კომპიუტერის საშუალებით, კიდევ ერთხელ აშკარად დადასტურდა, რომ სუსის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო დროული და ამით მოხერხდა საფრთხის განეიტრალება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. ტერორიზმთან მიმართებაში ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობა მომავალშიც ვიქნებით უკომპრომისო და რა თქმა უნდა, პარლამენტი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს", – აღნიშნა თალაკვაძემ.
 

Comments
Loading...