- Advertisement -

თალაკვაძე ჩაბუქის საქმზე: როცა არსებობს წამების საფრთხე, ადამიანის გადაცემა არ უნდა მოხდეს

481

„ჩვენ თვალს ვადევნებთ იმთავითვე ამ შემთხვევას, თურქ პედაგოგთან დაკავშირებულ საქმეს და რა თქმა უნა აქ გვაქვს მაღალი მოლოდინები, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება და ადამიანის უფლებათა სტანდარტი ამ ადამიანთან დაკავშირებით იქნება დაცული",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

"ჩემი პირადი პოზიციაა, როდესაც არსებობს წამების დასაბუთებული საფრთხე, რა თქმა უნდა არც ერთი ადამიანის გადაცემა არ უნდა მოხდეს,“-აცხადებს ტალაკვაძე. 

24 მაისს თურქეთის მხარის მოთხოვნით დემირელის კოლეჯის ხარისხს მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში დააკავეს.

Comments
Loading...