- Advertisement -

თალაკვაძე: ჩვენი სტრატეგიაა, მეტად მოვიზიდოთ ისინი, ვინც მცირე თანხების შემოწირვას აკეთებენ

339

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის შემოწირულობა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო წინასაარჩევნოდ არ არის გასაკვირი, რადგან 2016 წლის არჩევნებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო, შესაბამისად შემომწირველებიც ბევრი არიან.

"ჩვენი პარტიის სტრატეგია არის რომ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ და უფრო მეტად მოვიზიდოთ ის ადამიანები, რომლებიც მცირე თანხების შემოწირვას აკეთებენ. 1, 10, 100 ან თუნდაც 1 000 ლარიანი შემოწირულობები, ეს არის ჩვენთვის სასურველი შემოწირულობები და სტრატეგია, რომელიც პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს, მიმდინარე წელს და მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ გვსურს თანაბრად გადავანაწილოთ მხარდაჭერა, თანაბრად გადავანაწილოთ ის ინვესტიცია რომელსაც მოსახლეობა ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში აკეთებს. რაც შეეხება თავად დაფინანსების მოცულობას, ჩვენ თუ შევხედავთ 2016 წელს ჩვენი მხარდამჭერების და იმ ადამიანების რაოდენობას, რომელმაც პარტია "ქართულ ოცნებას" მისცა ხმა და ეს რიცხვი არის 860 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელმაც მხარი დაუჭირა აჩევნებში პარტია "ქართულ ოცნებას", ამ რიცხვი გათვალიწინებით, ამხელა მხარდაჭერის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ მიღებული შემოწირულობების რაოდენობა არის ლოგიკური და ამასი ჩემი აზრით გასაკვირი არაფერია", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ 7 მილიონზე მეტი ლარის შემოწირულობა მიიღო.

Comments
Loading...