- Advertisement -

თალაკვაძე: 20 ივნისს გახარიას სახელმწიფო ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის ჩაებარებინა, ვინც გადატრიალებას გეგმავდა?!

1

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ რომლებიც შემდეგ გამოუშვეს… თალაკვაძე პასუხობს:
“უკაცრავად, მაგრამ ჯერ ის ხალხი გამოუშვეს, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობრივ შეტევაში. იცით თქვენ ეს და გვარებს ნუ ჩამომათვლევინებთ. საზოგადოებამ ნახა ეს და ჩვენ გავითვალისწინეთ საზოგადოების აზრი”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გადაცემის წამყვანმა კი უპასუხა, რომ საინტერესოა როგორ გადაამოწმა სახელმწიფომ, მაშინ როდესაც მაშინდელი შს მინისტრი დღეს უკვე პრემიერ-მინისტრია, რაზეც თალკვაძის პასუხი ასეთია:
“უკაცრავად შს მინისტრს რა უნდა ექნა? სახელმწიფო ჩაებარებინა ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის, ვინც გადატრიალებას და პარლამენტზე შტურმის შეტევას გეგმავდა?!”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე სად არიან ეს ადამიანები? ერთადერთი ოქრუაშვილი ზის ციხეში და მელიას სამაჯური ადევს. ოქრუაშვილი და მელია გეგმავდნენ? სად არიან ეს ადამიანები? – რაზეც თალაკვაძე პასუხობს:
“მე კი არ ვამბობ, ფაქტია ის, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა იგეგმებოდა”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
The post თალაკვაძე: 20 ივნისს გახარიას სახელმწიფო ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის ჩაებარებინა, ვინც გადატრიალებას გეგმავდა?! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...