- Advertisement -

თამაზ მეჭიაური: ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, თავს გამარჯვებულად მივიჩნევ

425

"ერთიანი საქართველოსთვის" თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური "ქართულ ოცნებას" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების გაყალბებაში ადანაშაულებს, თუმცა, ნებისმიერი შედეგის დადების შემთხვევაში, თავს გამარჯვებულად თვლის.

"ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში თავს ვთვლი გამარჯვებულად, რამეთუ ამდენი მოვახერხეთ იმ პირობებში, როდესაც უამრავი ბერკეტი ჰქონდა სახელისუფლებო გუნდს. ჩემი კონკურენტი, კერზოდ ქუცნაშვილის გუნდი, ამოფარებულია "ქართულ ოცნებას", ეს გუნდი არის კრიმინალური ბანდა. ქუცნაშვილი არის ამ ბანდის ხელმძღვანელი, რომელიც პრაქტიკულად აკონტროლებს ყველაფერს თავისი სამეურაოს მეშვეობით, რომელშიც მოიაზრება ჩემი კონკურენტიც", – განაცხადა მეჭიაურმა. 

Comments
Loading...