- Advertisement -

თამაზ მეჭიაური: ყველასთან ვითანამშრომლებ, ვისაც ქვეყანა უყვარს

328

თამაზ მეჭიაურმა სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოიგო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მეჭიაური ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა და დასძინა, რომ ყველასთან ითანამშრომლებს, ვისაც ქვეყანა უყვარს.

"ახლა უკვე რაღაც პაკეტში არის როგორც სასამართლო ხელისუფლება მთელ ვერტიკალზე, ასევე თვითონ მასმედიაც, არასამთავრობებიც, მაგრამ არაკვალიფიციურებმა უკვე სხვა მხარეს გადაინაცვლეს და გრანტებს უცხო ქვეყნებიდან კიარა, ბიუჯეტიდან იღებენ რაღაც ცუდი ფაქტების "გაპრავებაში". ამას ნამდვილად უნდა მიხედვა. მთლიანობაში ყველას მადლობა მინდა ვუთხრა იმიტომ, რომ აქ ვხედავ როგორც ჩემი კუთხის წარმომადგენლებს, ასევე თბილისიდან უცხო სახეებსაც. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, მათ შორის თქვენ და საია-ს რა თქმა უნდა, ასევე იმ არასამთავრობებს, რომლებმაც დახმარება შემომთავაზეს, მაგრამ მე არ დამჭირდა.

ყოველთვის ველოდები, რომ ობიექტურობა ნორმა გახდება ამ ქვეყანაში. მგონი სჯობდა მეორე ტური ჩატარებულიყო, ახალ პურმარილს კიდევ მაკისრებინებენ. ყველასთან ვითანამშრომლებ, ვისაც ქვეყანა უყვარს",-განაცხადა მეჭიაურმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა იქნება მისი პრიორიტეტი, მეჭიაურმა დასძინა, რომ სამართლიანობა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 25 ოქტომბერს თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა. მეჭიაურის კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" ლელა ქიტესაშვილი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

Comments
Loading...