- Advertisement -

თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს

311

პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ეხმიანება  და აცხადებს, რომ  ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის ორივე პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან პოლ რაიანთან შეხვედრა, რომელიც ამერიკის პოლიტიკაში ძალიან გავლენიანი ფიგურაა.

შეხვედრის დასრულებისთანავე კონგრესმენებმა და სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს. ასევე კონგრესში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივსაცემო მიღება. ირაკლი კობახიძე დაესწრო ტრადიციულ საუზმეს, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად და მოხარული ვარ ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ასეთ მაღალ დონეზე და წარმატებით რომ მიმდინარეობს.

Comments
Loading...