- Advertisement -

თამარ ჩუგოშვილი: ვახტანგ ხმალაძის მიერ წარმოდგენილ ვერსიაზე სერიოზულად ვმსჯელობთ

621

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეთავაზებულ წინადადებაზე სერიოზულად მსჯელობს.

"ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილება არის ნამდვილად ეს და ჩვენ სერიოზულად ვმსჯელობთ ამ ვერსიაზეც, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ წარმოადგინა. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს ამ კონკრეტულ არჩევის წესთან დაკავშირებით",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 


მისივე თქმით საქართველო პარლამენტის უმრავლესობის და მთავრობის წევრების შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხი განიხილეს.

კითვაზე ხომ არ განიხილეს პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საკითხი, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ "ეს არაა ისეთი მნიშნელოვანი საკითხი , რომელიც განსაკუთრებულ განხილვას იმსახურებს. ზოგადად საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საუბარი იყო". 

Comments
Loading...