- Advertisement -

თამარ ჩუგოშვილი: მინისტრები პარლამენტში რაც უფრო ხშირად იქნებიან წარმოდგენილი უკეთესია

316

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში რაც უფრო ხშირად იქნებიან წარმოდგენილები, უკეთესი იქნება თავად სამინისტროებისა და პარლამენტისთვის.

ოპოზიცია ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით, რა დროსაც დაკავებისას ერთი პირი გარდაიცვალა, პარლამენტში შს მინისტრს იბარებს.

როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, ნუცუბიძეზე მომხდარს გამოძიება დაადგენს, მინისტრის მისვლა პარლამენტში კი უკეთესი იქნება, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

"ვფიქრობ, პარლამენტი არის ძალიან კარგი პლათფორმა, იმისთვის რომ პასუხები გაეცეს სხვადასხვა თემებს, რომლებზეც შეიძლება კითხვები არსებობდეს. მითუმეტეს, ამ საქმესთან დაკავშირებით მე მგონი არავის არაფერი დასამალი არ აქვს და შესაბამისად ეს კარგი შესაძლებლობა იქნება სამინისტროსთვისაც“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

Comments
Loading...