- Advertisement -

თამარ ჩუგოშვილი: რუსეთთან პირდაპირ თანამშრომლობა არის შეუძლებელი

366

,რუსეთთან პირდაპირ თანამშრომლობა არის შეუძლებელი, ეს ბევრ ეტაპზე დამტკიცდა"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს ოკუპანტია და ერთადერთი ფორმა, რომელსაც მათთან კომუნიკაციისთვის იყენებენ, არის საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით და დახმარებით ჟენევის ფორმატში.

"პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოსი რუსეთთან პოლიტიკურ თემებზე, მე ვფიქრობ რომ არის შეუძლებელი. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჟენევის ფრომატი იყოს უფრო აქტიური და შედეგიანი, ვიდრე ის იყო აქამდე- „ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, რუსეთის შემოთავაზებაზე, ქვეყნებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

Comments
Loading...