- Advertisement -

თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი სამხედროები საქართველოსთვის ფასდაუდებელ წვლილს იღებენ

413

პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაჭრის საკითხს გამოეხმაურა და ფაქტს სამწუხარო უწოდა. თუმცა, მისი შეფასებით, საქართველოს ყოფნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჩვენი სამხედროებისგან, ეს არის საქართველოს ინტერესების დასაცავად გაღებული ფასდაუდებელი წვლილი და ღვაწლი. არაფერი შეედრება იმას, რასაც ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ.

საქართველოს ყოფნა ნატო-ს მისიებში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის წონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, სწორედ ის არის, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს ნატო-ს მისიებში, სამშვიდობო მისიებში, ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ. ამ ადამიანების თავდადებას ძალიან სერიოზული დაფასება სჭირდება“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

Comments
Loading...