- Advertisement -

თამარ ხულორდავა: ე.წ. პრეზიდენტის, ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა

306

ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ავრცელებს.

"ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ვიზიტთან დაკავშირებთ. აუცილებელია ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ბიბილოვის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში არ შემდგარა. ბიბილოვს არ შეხვედრია სერბეთის ხელისუფლების არცერთი ოფიციალური პირი, მიუხედავად მათი მცდელობებისა. ბუნებრივია, მას არ შეხვედრია არც სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ქალბატონი მაია გოიკოვიჩი, ვისაც დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ბიბილოვი შეხვდა სერბეთის პატრიარქს და ამასთან დაკავშირებით თვითონ სერბეთის პარტრიარქს მოუწია განმარტების გაკეთება. მან თქვა, რომ ეს იყო პირადი ხასიათს, არაოფიციალური შეხვედრა, რომელიც პირადი კონტაქტების გამოყენებით შეთანხმდა", – ნათქვამია თამარ ხულორდავას განცხადებაში.

როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება იმან გამოიწვია, რომ ბიბილოვი ესტუმრა რესპუბლიკა სერბსკას, რომელიც არის ბოსნია-ჰერცოგოვინის სახელმწიფოში შემავალი ავტონომიური ერთეული. ამ ვიზიტსაც ოფიციალურ ვიზიტად არ აღიარებს ბოსნიის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერტორიულ მთლიანობას.

სერბეთი ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და ინტერესი გვაქვს. ამასთან სერბეთი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ურთიერთბის გაღრმავებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტების დონეზე თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების ურთერთგაზიარება.

Comments
Loading...