- Advertisement -

თამარ ხულორდავა: საქართველოს მოქალაქის პასპორტი სრულიად სხვა დატვირთვას იღებს

781

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს მოქალაქეებს ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტის ხელმოწერას უცოლავს. მისი თქმით, "ბოლოსდაბოლოს იქ ვართ, სადაც გვეკუთვნის, რომ ვიყოთ".

"მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეს მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა, დღე, რომელსაც დიდი ხანია ველოდით. ჩვენ ბოლოსდაბოლოს ვართ იქ, სადაც გვეკუთვნის, რომ ვიყოთ, ვართ ფინიშის ხაზთან ამ საქმეში და სულ მალე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის სივრცეში უვიზო გადაადგილებას.

ეს არის მართლაც ძალიან დიდი მონაპოვარი, ძალიან დიდი შრომის შედეგი. დღეს ჩვენთან ერთად არის სრულიად ევროპა და ზეიმობენ ევროპარლამენტარებიც. ისინი არანაკლებ გახარებულები არიან იმიტომ, რომ როგორც იქნა ეს დღე დადგა. გარკვეულმა პროცესმა მეტი დრო წაიღო, ვიდრე მოსალოდნელ იყო.

ამით თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და საქართველოს მოქალაქის პასპორტი იღებს სრულიად სხვა მნიშვნელოვან დატვირთვას", – აღნიშნავს თამარ ხულორდავა.

Comments
Loading...